მედიაზე ძალადობა მიუღებელია, საქართველო საფრთხის წინაშეა - აქცია ბრიუსელში

16.07.21 14:26
მედიაზე ძალადობა მიუღებელია, საქართველო საფრთხის წინაშეა - აქცია ბრიუსელში

არა ძალადობას, მედიაზე ძალადობა მიუღებელია, საქართველო საფრთხის წინაშეა - ამ ლოზუნგით ბელგიაში მცხოვრებმა ემიგრანტებმა საქართველოს თავისუფალი მედიის მხარდამჭერი აქცია გამართეს. ისინი საქართველოს საელჩოს წინ შეიკრიბნენ და 5 ივლისს ქართველ ჟურნალისტებზე მომხდარი ძალადობა გააპროტესტეს. 

აქციის მინაწილეები საერთაშორისო საზოგადოებისგან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. პროტესტის ნიშნად მათ საქართველოს საკონსულოსთან წარწერები დატოვეს. 

ქართველი ემიგრანტები აქციის მოწყობას ევროპარლამენტსი შენობასთანაც გეგმავენ. 

ძალადობა დასაგმობია და უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ასეთი ბრძანება გასცა და რა თქმა უნდა, ის ადამიანებიც, ვინც ძალადობა განახორციელა სახელმწიფოსა და საპატრიარქოს დაკვეთით. - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.