დეკანოზი სპირიდონი, რომელიც ,,ორკებს" ძალადობისკენ მოუწოდებდა, გამოკითხვაზეა
დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოძალადე ჯგუფებს, 5 ივლისს, ძალადობისკენ მოუწოდებდა, პოლიციაში დაკითხვაზე მიიყვანეს.
დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა პარლამენტის შენობის წინ მოძალადეეებს მიმართა, რომ "ძალადობა არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ - მათი ვალდებულებაა":
„არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ - იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის!“- თქვა სასულიერო პირმა.
დღეს დილიდან გამოკითხვების სერია მონდინარეობს პოლიციის განყოფილებაში. დაკითხვაზე გადაიყვანეს მოძალადე, პუტინისტური დაჯგუფების ლიდერებიც. მანამდე გურამ ფალავანდიშვილის, ზურაბ მახარაძისა და კონსტანტინე მორგოშიას სახლში ჩხრეკა ჩატარდა.