"უკვე კისერზე გადავიდნენ" - პრორუსული მოძრაობის მხარდამჭერები სპეცრაზმის მიერ ახალგაზრდების ცემას ამართლებენ
პრორუსული მოძრაობის მხარდამჭერები სპეცრაზმის მიერ ახალგაზრდების ცემას და დარბევას ამართლებენ. ოჯახის სიწმინდის დღეს ქუჩაში გამოსული ალტ-ინფოს მხარდამჭერები ამბობენ, რომ ახალგაზრდებმა, რომლებიც მშობლებს არ უჯერებენ და სახლში არ სხედან, "ევროპული დარბევა" მიიღეს.
დედის წინ მარბენალ კვიცს, ან მგელი შეჭამს ან ტურა. იმ შვილებმა მამას და დედას დაუჯერონ და დაჯდნენ სახლში. ძალადობას კი არ ვამართლებ, მაგრამ სხვა გზა არ არის, უკვე კისერზე გადავიდნენ. ჯერ არ იციან რა ხდება", - ამბობენ ალტ-ინფოს მხარდამჭერები.
დაპირისპირება არ უნდა იყოს, მაგრამ ამ ახალგაზრდებს ტვინი შეულაყეს.
იტალიაში პოლიციას ხელი რომ დააკარო, ისე გაგლახავენ, არც აგებენ პასუხს. ევროპა ხომ უნდათ, ხოდა ევროპული დარბევა მიიღონ", - ამბობს ალტ-ინფოს მხარდამჭერი.
ხელისფლების მაშველი რგოლი ისევ ალტ-ინფოა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ, რადიკალური ქმედებებით ცნობილი მოძრობა ისევ თბილისის ქუჩებში გამოჩნდა. რუსთაველის გამზირზე ოჯახის სიწმინდის დღეს, დღეს ალტ-ინფო რუსული კანონის მხარდამჭერი ლოზუნგებით და პრორუსული გზავნილებით იდგა. ალტ-ინფოს პრორუსულ ჯგუფ მოსწონს რუსული კანონი თუმცა ფიქრობენ, რომ კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით უნდა დაისაჯოს ყველა!