კონსტანტინე მორგოშია პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს
,,ალტ-ინფოს" წარმომადგენელი, კონსტანტინე მორგოშია, პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს. პუტინისტური, ძალადობრივი დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის ბინაში სამართალდამცველები გამთენიისას შევიდნენ. სწორედ მორგოშიამ გასცა მოძრაობა ,,სირცხვილიას" ოფისის დარბევის ბრძანება.
ამოიღეს თუ არა ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცება მორგოშიას სახლში, ამის შესახებ შსს ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.