"კიბოს მეტასტაზები" - ალტ-ინფოს მხარდამჭერი რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებზე

17.05.24 17:46
"კიბოს მეტასტაზები" - ალტ-ინფოს მხარდამჭერი რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებზე

 

 

 

პრორუსული მოძრაობის მხარდამჭერები სპეცრაზმის მხრიდან ახალგაზრდების მიმართ განხორციელებულ ძალადობას ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ სამართალდამცველები მომავალ თაობას ბევრ რამეს პატიობენ.

ოჯახის სიწმინდის დღეს ქუჩაში გამოსული ალტ-ინფოს მხარდამჭერები ახალგაზრდებს "კიბოს მეტასტაზებად" მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ მათ ახლავე უნდა შველა.

ეს მეტასტაზები მეოთე სტადიაზე რომ არ გადავიდნენ, როგორც კიბოს შემთხვევაშია, ახლავე უნდა შველა", - ამბობს ალტ-ინფოს მხარდამჭერი.

თუ ძალადობაა, ისიც გასარკვევია, სად არის ძალადობა. მე ახალგაზრდების ცემა არ მინახავს 

ვინ იყენებს ძალას, რასაც ახალგაზრდები აკეთებენ, იმდენ რამეს პატიობენ. ახალგაზრდები არიან და არ იციან რას აკეთებენ", 

ძალადობა არ მინახავს არავის მიმართ. 9 აპრილს ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ გადავრჩი, უაზრო მსხვერპლი რომ გავიღეთ, იმიტომ, რომ ჩვენს ამ დამოუკიდებლობას იმ მსხვერპლის გარეშეც მოვიპოვებდით. მე ვარ მასწავლებელია და ძალიან ცუდია, თუ სხვა აზრზე არიან", - ამბობს ალტ-ინფოს მხარდამჭერი. 

ხელისფლების მაშველი რგოლი ისევ ალტ-ინფოა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ, რადიკალური ქმედებებით ცნობილი მოძრობა ისევ თბილისის ქუჩებში გამოჩნდა. რუსთაველის გამზირზე ოჯახის სიწმინდის დღეს, დღეს ალტ-ინფო რუსული კანონის მხარდამჭერი ლოზუნგებით და პრორუსული გზავნილებით იდგა. ალტ-ინფოს პრორუსულ ჯგუფ მოსწონს რუსული კანონი თუმცა ფიქრობენ, რომ კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით უნდა დაისაჯოს ყველა!