"9 აპრილს უაზრო მსხვერპლი გავიღეთ" - პრორუსული მოძრაობის მხარდამჭერი მასწავლებელი
პრორუსული მოძრაობის მხარდამჭერი, მასწავლებელი, რომელიც ოჯახის სიწმინდის ქუჩაში იცავს ამბობს, რომ 9 აპრილს საქართველოს მოქალაქეების დაღვრილი სისხლი უაზრო იყო.
ძალადობა არ მინახავს არავის მიმართ. 9 აპრილს რომ გადავრჩი, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, უაზრო მსხვერპლი რომ გავიღეთ, იმიტომ, რომ ჩვენს ამ დამოუკიდებლობას იმ მსხვერპლის გარეშეც მოვიპოვებდით. მე ვარ მასწავლებელია და ძალიან ცუდია, თუ სხვა აზრზე არიან", - ამბობს ალტ-ინფოს მხარდამჭერი.
ხელისფლების მაშველი რგოლი ისევ ალტ-ინფოა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ, რადიკალური ქმედებებით ცნობილი მოძრობა ისევ თბილისის ქუჩებში გამოჩნდა. რუსთაველის გამზირზე ოჯახის სიწმინდის დღეს, დღეს ალტ-ინფო რუსული კანონის მხარდამჭერი ლოზუნგებით და პრორუსული გზავნილებით იდგა. ალტ-ინფოს პრორუსულ ჯგუფ მოსწონს რუსული კანონი თუმცა ფიქრობენ, რომ კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით უნდა დაისაჯოს ყველა!