"თუ დამაკავებენ, დამაკავონ" - ზურა მახარაძემ სამმართველო დატოვა

16.07.21 17:04
"თუ დამაკავებენ, დამაკავონ" - ზურა მახარაძემ სამმართველო დატოვა

მოძალადეები თავისუფლები არიან - 6 საათიანი დაკითხვების შემდეგ რადიკალთა დაჯგუფების ლიდერები დიღმის სამმართველოდან გამოუშვეს. 

პრორუსული მედია ,,ალტ-ინფოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზურა მახარაძემ და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის, შვილმა, ალექსანდრე ფალანავდიშვილმა, პოლიციის სამმართველო დატოვეს.

ყველა კითხვაზე ვუპასუხე გამოძიებას. თუ დამაკავებენ, დამაკავონ,  თუ მათზე ზეწოლა იმხელა იქნება, რომ დამაკავონ, დამაკავებენ. იქნება გარე, ელჩების ზეწოლა", - თქვა მახარაძემ სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ.  

სამმართველოში რჩებიან გურამ ფალავანდიშვილი და ასევე დეკანოზი ცქიფურიშვილი.  

მსგავსი სიახლეები