შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ

16.03.21 16:21
 შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს 14-14 წლიანი სასჯელი მიესაჯათ. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ და ისინი ციხეში 10 წელსა 6 თვეს გაატარებენ.

 გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბიძინა სტურუამ გამოაცხადა. სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში აქცია მიმდინარეობდა. მსჯავრდებულების ახლობლები ხუთივე მსჯავრდებულის პატიმრობაში ყოფნას უკანონო გადაწყვეტილებად მიიჩნევენ. 

პროკურატურა 12 წლიან პატიმრობას ითხოვდა. ადვოკატები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ,მანამდე კი საქართველოში ყველა ინსტანციას გაივლიან.

 ზ.ხ და ა.ქ. სასამართლომ 9 მარტს დამნაშავედ სცნო. ისინი ბრალს არ აღიარებენ.  

19 წლის ფეხბურთელის მკველობის საქმეზე 16 წლიანი სასჯელი 3 მსჯავრდებულს უკვე შეეფარდა. ადვოკატები ამბობენ, რომ წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა, განაჩენი კი უკანონო. ბიძინა სტურუას გადაწყვეტილას დაცვის მხარე მეორე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებს. 

ახალგაზრდა ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 2020 წლის 18 ივნისის ღამით, დაბადების დღის წვეულების შემდეგ  გაუჩინარდა. მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 

მსგავსი სიახლეები