პედიატრიული კლინიკები გადავსებულია - ინფიცირებული ბავშვებისთვის არც ერთი ადგილი არ იძებნება

16.07.21 17:26
პედიატრიული კლინიკები გადავსებულია - ინფიცირებული ბავშვებისთვის არც ერთი ადგილი არ იძებნება

პედიატრიული კლინიკები გადავსებულია -  კოვიდ ინფირიცირებული ბავშვებისთვის არც ერთი ადგილი არ იძებნება.

დელტა შტამმა მცირეწლოვნებს შეუტია, ჯანდაცვის სამინისტრო კი სპეციალურად ბავშვებისთვის საწოლ ადგილებს ეძებს.

საავდმყოფოები, რომელიც 1 თვის წინ დახურეს და უთხრეს, რომ უწყებას აღარ სჭირდებოდა, ახლა თავიდან იხსნება.

შეწყვეტისათანავე პრაქტიკულად რაც ჩვენს შემთხვევაში გულისხმობდა ამ კვალიფიციური პერსონალის დათხოვნას, სახლში გაშვებას, რადაგნ მათი საჭიროება უკვე აღარ იყო, მოგვმართეს კვლავ განახლების სტატუსით 10-11 ივლისს და ერთკვირიანი მოსამზადებელი დრო დაგვჭირდა. ხვალიდან პაციენტების მიღებას დავიწყებთ. მაგრამ რეალურად ეს საწოლფონდი პარალიზებული იყო ნდა ვერ მოვახმარეთ ის პაციენტებს, რადგან აბსოლუტურად დაუსაბუთებელი შეჩერება იყო ჩვენი საქმიანობის. - აცხადებს პედიატრიული კლინიკა ,,კიდკოს" ხელმძღვანელი, ირაკლი გამყრელიძე.