მიუღებელია უკანონობა და ადამიანის უფლებების შელახვა - ,,ჯიპიაი ჰოლდინგის" განცხადება

16.07.21 18:44
მიუღებელია უკანონობა და ადამიანის უფლებების შელახვა - ,,ჯიპიაი ჰოლდინგის" განცხადება

ვენის სადაზღვევო ჯგუფი 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დროული რეაგირება მოახდინოს ძალადობის ფაქტებზე.

ბოლოდროინდელი მოვლენები, ძალადობის უპრეცედენტო გამოვლინება, როდესაც თავისუფალი მედიის ერთი წარმომადგენელი დაიღუპა, ხოლო არაერთი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი დღესაც მძიმედაა დაშავებული, ან კვლავ დევნას განიცდის, არ გვაქვს უფლება, გავჩუმდეთ და გვინდა, ხმა მივაწვდინოთ იმ პირებს, ვისი პირდაპირი მოვალეობაცაა, უზრუნველყოს ჩვენს საზოგადოებაში უსაფრთხოება და მშვიდობა.

ჩვენი ქვეყანა დგას პატიოსანი შრომით და აქედან გადახდილი გადასახადების გადამხდელ მოსახლეობაზე, რომელთათვის მიუღებელია უკანონობა და ადამიანის უფლებების შელახვა.

ჩვენს მიერ შექმნილი დოვლათი ასაზრდოებს ეკონომიკას, ხელს უწყობს ვალუტის კურსის სტაბილურობას და საგარეო ვალის შემცირებას. ჩვენი ხმა მნიშვნელოვანი უნდა იყოს და ამიტომაც კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, არ გავჩუმდეთ და მკაფიოდ გავემიჯნოთ ძალადობას და მოვითხოვოთ მთავრობისგან, მოახდინოს ადეკვატური რეაგირება და მომავალშიც თანმიმდევრული ქმედებებით დაგვარწმუნოს, რომ კანონის აღსრულება არის ხელისუფლების და არა საზოგადოების ცალკეული ჯგუფების ხელში.

როგორც „ევროპის ბიზნეს ასოციაციის“ დამფუძნებლებმა უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია 2020 წლის 14 ივლისის განაცხადებაში, თუმცა მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა კომპანიამ და ცალკეულმა ინდივიდმაც მკაფიოდ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
გვჯერა, რომ ჩვენნაირად განიცდის და ფიქრობს ყველა ის ადამიანი, ვინც თავისი შრომით ქმნის დოვლათს და იმედი გვაქვს, შემოგვიერთდებიან ამ მოწოდებაში - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.