ბრძოლა თავისუფლებისთვის - მედიასაშუალებების ორგანიზებით, დღეს აქცია გაიმართება
მოძალადეების დასჯის მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. მედიასაშუალებების ორგანიზებით, აქცია 18:00 საათზე დაიწყება.
დღესვე სამი არხის გამომძიებელთა გუნდი გაერთიანდება და 20:00 საათზე, "მთავარი არხის", "ტვ პირველისა" და "ფორმულას" მაყურებელი შაბათის საერთო გადაცემას იხილავს.
გადაცემის წამყვანები მიშა სესიაშვილი, ნოდარ მელაძე და დავით ქაშიაშვილი იქნებიან.