ვინც ფიქრობს, რომ ადამიანების ჟლეტვა დაუშვებელია, ვიკრიბებით რუსთაველზე - ვატო წერეთელი

17.07.21 11:05
ვინც ფიქრობს, რომ ადამიანების ჟლეტვა დაუშვებელია, ვიკრიბებით რუსთაველზე - ვატო წერეთელი

ტვ პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი კოლეგებთან ერთად დღეს, რუსთაველის გამზირიდან უსამართლობას გააპროტესტებს და პრემიერ ღარიბაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს. აქცია, მედიის ორგანიზებით, პარლამენტთან 18:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას ის მოქალაქეები  და მედიის წარმომადგენლები მიიღებენ, რომლებისთვისაც ქვეყანაში არსებული ძალადობა დაუშვებელია.

ვინც ფიქრობს, რომ ადამიანების და ახალგაზრდა ადამიანების ჟლეტვა ამ ქვეყანაში არის დაუშვებელი, ყველა ვიკრიბებით რუსთაველზე, 6 საათზე. ეს არის მედია პროტესტი, ვიქნებით ყველა ერთად და  ერთად გავაპროტესტებთ და ვეტყვით ირაკლი ღარიბაშვილს, ამ ჯალათს, რომ წავიდეს სახლში თავის მინისტრებთან ერთად", - ამბობს ვატო წერეთელი.