თავდასხმა ყოფილ სამართალდამცველზე - ბათუმში პოლიციელს სცემეს

17.07.21 11:16
თავდასხმა ყოფილ სამართალდამცველზე - ბათუმში პოლიციელს სცემეს

ბათუმში, საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომელს თავს დაესხნენ. ნაცემია გია ხალვაში, ის ამ დროისთვის ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. მას დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიღებული, შედეგად ტვინის შერყევა მიიღო.

შემთხვევა გუშინ, 16 ივლისს, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა. ხალვაშის თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მას  სახლის აივნიდან ბავშვის ველოსიპედი მოპარეს.  ხალვაშის თქმით, სიტუაციის გასარკვევად ახალგადმოსულ მეზობლებთან გადავიდა, რის შემდეგაც ისინი თავს დაესხნენ. 

ხალვაშის თქმით, მასზე თავდასხმელებს არ იცნობდა და ფიქრობს, რომ მას თავს პოლიტიკური შეხედულებების გამო დაესხნენ.

აივანზე ველოსიპედი მოპარული იყო, დავუკაკუნე კარებზე და ვუთხარი ასეთი სიტუაციაათქო, რატომ გააკეთეთქო, ამაზე მოგვივიდა ცოტა შეკამათება, უცებ დამესხნენ თავს, ხელში რაღაც საგანი ეჭირა", - ამბობს ხალვაში "პირველებთან".