კინტრიშის ნაკრძალში დაკარგულ ახალგაზრდებს ეძებენ
კინტრიშის ნაკრძალში მესამე დღეა დაკარგულ ახალგაზრდებს ეძებენ.
ახალგაზრდებმა 112-ში დარეკეს, თუმცა ადგილზე მისულ მაშველებს არავინ დახვდათ.
კინტრიშის ნაკრძალის უფროსი, ამირან ხინიკაძე ამბობს, რომ სამძებრო სამუშაოებში ჩასართავად იმერეთიდან 30 კაციანი სამაშველო ჯგუფი ჩავიდა.