კორონავირუსით ინფიცირებული 2 ჩვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

17.07.21 11:36
კორონავირუსით ინფიცირებული 2 ჩვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

კორონავირუსით ინფიცირებული 2 ჩვილი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება. ციციშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ კრიტიკულად მძიმეა ჩვილი, რომელსაც დელტა შტამი დაუფიქსირდა.

ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში 18 პაციენტი წევს, ამათგან ორი ჩვილია, რომელთა მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა და  იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. განსაკუთრებით ერთი კრიტიკულად მძიმეა, ყოველდღე თითქმის 10-14 პაციენტი შემოდის", - ამბობს კლინიკის წარმომადგენელი.

ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი, რომელსაც ვირუსის ალფა შტამი დაუდასტურდა, 16 ივლისს გარდაიცვალა.