დეკანოზი იოსებ ზაქარიაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

17.07.21 12:34
დეკანოზი იოსებ ზაქარიაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

კორონა ვირუსის მსხვერპლი კიდევ ერთი სასულიერო პირი - COVID-19 ით  ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ზაქარიაძე გარდაიცვალა.


დეკანოზს ინფექცია დაახლოებით ერთი თვის წინ დაუდასტურდა. ის მკურნალობას ქუთაისის კლინიკაში გადიოდა. ტაძრის წინამღძვარს თანმდევი დაავადებებიც აღენიშნებოდა,რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა და ექიმებმა მოძღვრის გადარჩენა ვერ შეძლეს. 


სასულიერო პირს დღეს დაკრძალავენ.