აჭარაში ტურისტებს დელტა შტამი დაუდასტურდათ

17.07.21 13:24
აჭარაში ტურისტებს დელტა შტამი დაუდასტურდათ

აჭარაში კორონავირუსის დელტა შტამის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. დელტა შტამი ტურისტებს დაუდასტურდათ. აჭარის საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დაინფიცირებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათთან დაკონტაქტებული პირები კი, იზოლაციაში არიან გადაყვანილები.