"ლექსოსთვის" - ზუგდიდში ჟურნალისტებმა მდუმარე აქცია გამართეს
„ლექსოსთვის", „დაისაჯოს ყველა დამნაშავე" - ამ მოწოდებით ზუგდიდში ჟურნალისტებმა მდუმარე აქცია გამართეს. მედიის წარმომადგენლებმა ამ ფორმით გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს სამძიმარი სამეგრელოდან გამოუცხადეს და უსამართლობა გააპროტესტეს.
მედია საშუალებების წარმომადგენლები სიმბოლურად ზუგდიდის ცენტრალურ მოედანთან შეიკრიბნენ და 5 ივლისს, თბილისში განვითარებული მოვლენები დაგმეს.
ჟურნალისტების თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ისინი დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ.