როგორ თანამშრომლობს ხელისუფლება ნარკომოვაჭრეებთან - ექსპერიმენტი ფონიჭალაში
როგორ თანამშრომლობს სახელმწიფო ნარკომოვაჭრეებთან. შაბათის ერთიანი ეთერის ფარგლებში მომზადებული სიუჟეტის ავტორი ქეთა ციცქიშვილი ფონიჭალაში იმ ადგილას ჩავიდა, რომლის კადრები, შსს-მ ლექსო ლაშქარავას საქმის გამოძიების ფარგლებში გაავრცელა. ჟურნალისტმა ადგილზე ნარკოტიკული საშუალების შეძენა თავისუფლად შეძლო და შემდეგ პოლიციას შეატყობინა. ცოტა ხნის წინ,
ფონიჭალაში სპეცოპერაცია ჩატარდა და ნარკორეალიზატორები დააკავეს.
შეგახსენებთ, გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე შსს-მ კადრები გაავრცელა, რომელიც ფონიჭალაშია გადაღებული. საგამოძიებო უწყებამ ოპერატორის გარდაცვალებიდან მეორე დღესვე გარდაცვალების მიზეზად ზედოზირების ვერსია გააჟღერა.
სიუჟეტი მომზადებულია შაბათის ერთიანი ეთერის ფარგლებში. ავტორი: "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ქეთა ციცქიშვილი.