შსს-მ ტვ პირველის ოპერატორზე თავდასხმისთვის კიდევ ერთი ადამიანი დააკავა

18.07.21 11:57
შსს-მ ტვ პირველის ოპერატორზე თავდასხმისთვის კიდევ ერთი ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტვ პირველის ოპერატორზე თავდასხმისთვის კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს.

"ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი - 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ. გ. დავაკავეთ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.გ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, "ტვ პირველის" ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები