თაღლითობის მსხვერპლი ვიზიტორები - არაბ ტურისტს თბილისში ერთი ვახშამი 2900 ლარი დაუჯდა

18.07.21 20:53
თაღლითობის მსხვერპლი ვიზიტორები - არაბ ტურისტს თბილისში ერთი  ვახშამი 2900 ლარი დაუჯდა

არაბ ტურისტს საქართველოში ერთი ვახშამი 2 900 ლარი დაუჯდა. უცხოელმა საათ შაიკიმ ეს თანხა ერთ ხაჭაპურში, წვნიანსა და ალკოჰოლურ სასმელში გადაიხადა. აღმაშენებელზე მდებარე კვების ობიექტმა "სკარპამ" ტურისტი სავარაუდოდ,  მოატყუა. ტურისტმა პოლიციაში იჩივლა, თუმცა თანხა რესტორანს ჯერჯერობით არ დაუბრუნებია და არც გადახდის ქვითარი წარმოუდგენია იმის დასადასტურებლად, რომ ტურისტს ფული სწორად გადაახდევინეს.

თავს იმედგაცრუებულად და მოტყუებულად ვგრძნობ, საქართველოში დუბაიდან ჩამოვედი, რადგან ამ ქვეყანაზე ბევრი მსმენია, ჩამოსვლისთანავე თაღლითობის მსხვერპლი გავხდი. მე და ჩემმა მეგობარმა საკმაოდ მოკრძალებული მენიუ შევუკვეთეთ, რესტორნის მენეჯმენტმა კი 2900 ლარი ძალით გადაგვახდევინა", - ამბობს საათ შაიკი.

არაბ ტურისტს შვებულების გატარება გომელაურის უწყებაში გამოკითხვებზე მოუწევს. საქართველოში ტურისტებისთვის გაზრდილ ფასებს სხვა უცხოელებიც აპროტესტებენ. 

მსგავსი სიახლეები