ზელენსკის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინელი მეზღვაურები შეიწყალეს

19.07.21 10:10
ზელენსკის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინელი მეზღვაურები შეიწყალეს

ბათუმში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის, ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინელი მეზღვაურები შეიწყალეს.

მეზღვაურებს 4 დღის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ 4 წლი მიუსაჯა. 

დაკავებულების ადვოკატი ამბობს, რომ ქართული მხარე იძულებული გახდა, დაკავებულები შეწყალების განცხადების გარეშე შეეწყალებინათ.

14 ივლისს ქართველი მართლმსაჯულების ისტორიაში კიდევ ერთი სამარცხვინო განაჩენი დადგა. მოსამართლემ სრულიად უდანაშაულო სამი პირი ციხეში გაუშვა. განაჩენიდან ერთ დღეში, 15 ივლისს, ციხის ადმინისტრაციამ იური ხომიჩისა და ვლოდივერ დიაჩენკოსგან მოითხოვა, რომ მათ დაეწერათ შეწყალების თხოვნა პრეზიდენტის სახელზე, რომ პრეზიდენტს შეეწყალებინა ვლადიმერ ზელენსკის ვიზიტამდე, რაზეც დაკავებულებმა მკაფიო უარი განაცხადეს. ისინი შეწყალების თხოვნის გარეშე დღეს გაათავისუფლეს"- აცხადებს ბექა ბასილია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი და უკრაინის ორი მოქალაქე-იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვრის უკანონო, ჯგუფური გადაკვეთის, ბრალდებით 2020 წლის 28 ნოემბერს დააკავეს.

მსგავსი სიახლეები