საქართველოს სავალუტო რეზერვები იცლება - ექსპერტები ეკონომიკურ კოლაფსს პროგნოზირებენ
საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის დონეს ჩამოსცდა - ეკონომიკის ექსპერტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ საქართველოს მთავრობა დასანქცირდება, შედეგები ეკონომიკის მხრივ უფრო სავალალო იქნება.
ოთარ აბესაძის თქმით, გამოსავალი რეზერვების გამოყენებაა, თუმცა ესეც ამოწურვადია, მისი შევსება კი შეუძლებელი გახდება.
საქართველო გადის სანქციების ზღვარზე, რაც თავისთავად გამოიწვევს სამომავლოდ მსუყე დეფიციტს ვალუტისას. ფაქტობრივა, საქართველოში, სანქცირებული მთვრობის პირობებში, ვალუტის შემოსვლა იქნება მიზერზე მიზერი, რაც, თავისთავად, გამოიწვევს ინფლაციას და საქართველოში ეკონომიკურ პრობლემებს. ეროვნული ბანკის მისია დღეს არის, რომ ამ ეტაპზე მაქსიმალურად მეტი სავალუტო რეზერვები გამოიყენოს და ჩაუშვას მიმოქცევაში, თუმცა ეს რეზერვები ამოწურვადია და ახალი ნამატების გარეშე ანუ სავალუტო ფონდის, საერთაშორისო დონორების და ა.შ., მათი ჩარევის გარეშე მივალთ ეკონომიკურ კოლაფსამდე, - ამბობს ოთო აბესაძე.
ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ქვეყანა ახლა ბეწვის ხიდზეა, პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე კი ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება.
ბეწვის ხიდზე გავდივართ, ფაქტობრივად და როდესაც პლიტიკურად არასტაბილური გარემო შეიქმნება და დაიძაბება ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია, ნიშნავს იმას, რომ ლარი წავა აუცილებლად გაუფასურებაზე. ამიტომ ეს იყო მინიშნება. რა თქმა უნდა, ეკონომიკური რისკები გაიზრდება, ინვესტიციები, ფაქტობრივად, ჩამოვა ნულამდე და სერიოზული რყევა იქნება ეკონომიკაში. იქნება ფასების გაძვირება და ისევ დაიწყება ინფლანციური პროცესები ქვეყანაში. რეზერვები ვერ გვიშველის, რაც არ უნდა გვქონედს, იმიტომ, რომ ქვეყანას 75% საკვები პროდუქტები შემოაქვს, - ამბობს ნიკა შენგელია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის დონეს ჩამოსცდა - ამის შესახებ საუბარია IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, რომელიც საქართველოს ეკონომიკას შეეხება. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
IMF-ის შეფასების თანახმად, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასული წლის განმავლობაში რეზერვების შესყიდვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, წლიურ ჭრილში სავალუტო რეზერვების დონე მაინც შემცირებულია. ხოლო რეზერვების მთლიანი მოცულობა იმაზე დაბალია, ვიდრე უნდა იყოს.