"სირცხვილიას" ოფისის დარბევა - მოძრაობის წევრები დღეს პირველად იკითხებიან

19.07.21 11:53
"სირცხვილიას" ოფისის დარბევა - მოძრაობის წევრები დღეს პირველად იკითხებიან

"სირცხვილიას" ოფისის დარბევის ფაქტზე დღეს პირველად გამოიკითხებიან მოძრაობის წევრები. ამ წუთებში სამართალდამცავები მარიამ დოლიძეს კითხავენ. 

აღსანიშნავია, რომ "სირცხვილიას" წევრები პოლიციის განყოფილებაში საკუთარი სურვილით მიდიან, რადგან თავდასხმიდან ორი კვირაა გასული, მაგრამ გომელაურის უწყება არ დაინტერესებულა დაზარალებულების ჩვენებით.

მარიამ დოლიძესთან ერთად გამოკითხვაზე დაიბარეს სალომე ბარკერი და ზუკა ბერძენიშვილი. 

დოლიძის თქმით, კოკა მორგოშიას ძალადობის მოწოდება სახეზე. 

აღსანიშნავია, რომ თავად შევიტანეთ განაცხადი და ამის შემდეგ დაგვიბარეს გამოკითხვაზე. უშუალოდ მოძალადეების გარდა უნდა დაისაჯონ ორგანიზატორები, ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია. მან სირცხვილიას მისამართით პირდაპირ გააჟღერა, საიდან იცოდნენ მისამართი, რატომ ჰქონდათ რაციები?!"- აცხადებს დოლიძე. 

"სირცხვილიას" ინტერესებს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" იცავს.