აქციაზე დაკავებულები ამბობენ, რომ ჯოჯოხეთურ გარემოში არიან და მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების ტერორი პენიტენციურ დაწესებულებებში - ადვოკატების თქმით, პატიმრებს ჩვენების შეცვლას და იმის თქმას აიძლებენ, რომ მათზე დაკავებისას სპეცრაზმელებს არ უძალადიათ. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ ადვოკატები გლდანის ციხეში განხორციელებულ რეპრესიებს.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების და ფსიქილოგიური ზეწოლის სერიაში, გლდანის ციხის ბადრაგებიც არიან ჩართული.
ისინი, ვციტირებ, პირდაპრ ამბობენ, რომ ჯოჯოხეთურ გარემოში იმყოფებიან. ეს ყველაფერი საერთო ჯამში შეიძლება შეფასდეს, რომ მათი მორალურად და ფსიქოლოგიურად გატეხვა სურთ 2 ივლისამდე. გამოიკვეთა, რომ ბადრაგირებისას მას დაემუქრნენ, რომ არ გაემეორებინა, რაც დროებით იზოლატორში თქვა, რომ მისი მხრიდან სპეცრაზმის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას, რადგან ეს ამბავი მისთვის სასიკეთოდ არ დასრულდებოდა. ის ადამიანები, რომლებიც დუმილის უფლებას იყენებენ და ბრალს არ აღიარებენ, მათი მისამართით არის მტრული გარემო და ის ადამიანები, რომლებიც იმეორებენ ხელისუფლების ვერსიას, მათ კეთისაიმედო გარემო აქვთ დაწესებულებებში. დაწესებულება საკვებს აწვდით მათ და ამაზე პრეზტენზია არ გვაქვს, მაგრამ გარკვეულ შემთხხვევებში იყო ასეთი შელაპარაკებები: არ წამო, აქ რატომ ხარ ბიჭო", - ამბობს ადვოკატი.
აღნიშნულ შემთხვევებზე გამოძება, სავარაუდოდ, სპეციალურმა საგამოძებო სამსახურმაც უნდა დაიწყოს.
ასევე ცნობილი ხდება რომ აქციაზე დაკავებულ ახალგაზრდებს სახალხო დამცველის წარმოამადგენელიც მოინახულებს.
დღეს ცნობილი ხდება, რომ გლდანის ციხეში ერთ-ერთმა დაკავებულმა თვითმკველობა სცადა. ამ ახალგაზრდის გვარს ჩვენ განზრახ არ ვასახლებთ, მან თვითდაზიანების მიყენება ბასრი საგნით სცადა. მიზეზი მისი ადვოკატების მტკიცებით, თანამესაკნეების მიერ წინაწარ ორგანიზებული ძალადობა იყო.