გულში კარგად ჩაიხედონ! ამ ქვეყანას ვერ გაარუსებენ - ინგა გრიგოლია რუსული კანონის ხელმომწერებზე

29.05.24 18:00
გულში კარგად ჩაიხედონ! ამ ქვეყანას ვერ გაარუსებენ - ინგა გრიგოლია რუსული კანონის ხელმომწერებზე

ერთი ფორთოხლის ამბავი, რომელიც ვიქტორ ჯაფარიძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა - დღეს ქიქოძის ქუჩაზე უკვე ცნობილ მაღაზიაში, ხალხთან ერთად სოლიდარობის გამოსახატად და მადლობის სათქმელად ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლიაც იმყოფებოდა. 

გრიგოლიამ რუსული კანონის ხელმომწერებს ურჩია, საკუთარ გულებში ჩაიხედონ. "ამ ქვეყანას ვერ გაარუსებენ" - ამბობს ტელეწამყვანი.

რაც არ უნდა იბჟუტურონ, რაც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ თურმე ამ ქვეყანაზე ზრუნავენ და თურმე ქართულ კანონებს იღებენ, ხალხმა გადასარევად იციან, რას აკეთებენ სინამდვილეში. ამ ქვეყანას ვერ გაარუსებენ. მე არ მაქვს საერთოდ იმის მოლოდინი, რომ ამ ადამიანებს, რომ ამ ადამიანებს ოდესმე სინდისი შეაწუხებთ, ან უბრალოდ თავის თავს მაინც გამოუტყდებიან, რა გააკეთეს, მაგრამ გულში კარგად ჩაიხედონ", - ამბობს ინგა გრიგოლია. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტის შენობის დატოვების დროს ვიქტორ ჯაფარიძეს ერთ- ერთმა მოქალაქემ მონა ეძახა, პროტესტი ჟესტით გამოხატა, რა დროსაც პარლამენტის წევრი მანქანიდან გადმოვიდა, იქვე მდებარე მაღაზიიდან ფორთოხლები დაიტაცა, რომლითაც მოქალაქეს ქუჩაში გაეკიდა.

მას შემდეგ რაც ეს ვიდეო, სოციალურ ქსელში გავრცელდა, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, მაღაზიაში დატაცებული ფორთოხლის საფასურის გადასახდელად მივიდა! აი მეორე სერია აქ დაიწყო, მაღაზიის გამყიდველმა ის სამშობლოს ღალატში დაადანაშუალა. მისი მოგებული ტენდერები და ბიუჯეტიდან მიღებული მილიონები შეახსენა.

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები