ალტ-ინფოს Facebook-გვერდი გაკეთებული გაცხადებების გამო წაიშალა - ISFED
ალტ-ინფოს Facebook-გვერდი გაკეთებული გაცხადებების გამო წაიშალა. ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) აცხადებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გვერდი Facebook-მა მათი მიმართვის საფუძველზე წაშალა. ორგანიზაციამ სოციალური ქსელის ადმინისტრაციას აცნობა, რომ "ალტ ინფომ" წესები და პოლიტიკა დაარღვია.
"სამართლიანმა არჩევნებმა'' Facebook-ს მიმართა და ალტ-ინფოს მიერ მის პლატფორმაზე გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისა და ძალადობრივი ჯგუფების მობილიზების შესახებ აცნობა...
''სამართლიანი არჩევნები'' აგრძელებს სოციალურ მედიაში გავრცელებული ძალადობის წამახალისებელი გზავნილების მონიტორინგს და სოციალური მედიის პლატფორმების ინფორმირებას", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ცნობისთვის, "ალტ-ინფო" ჰომოფობიური და რადიკალური მედიასაშუალებაა, რომელიც მოქალაქეებს 5 ივლისს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდა.