სუს-ი წყალმომარაგების კომპანიაში შევიდა - საქმე სავარაუდოდ, მასშტაბურ კორუფციას ეხება

19.07.21 15:52
სუს-ი წყალმომარაგების კომპანიაში შევიდა - საქმე სავარაუდოდ, მასშტაბურ კორუფციას ეხება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში შევიდა. ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლები ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ გამოჩნდნენ. ტვ პირველის ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი. 

ტვ პირველის ინფორმაციით, საქმე ეხება დიდ კორუფციულ სკანდალს, სადაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რამდენიმე მაღალჩინოსნი ფიგურირებს. გაერთიანებული წყალომარგების კომპანია საქართველოს რეგიონების წყლით მომარაგებაზეა პასუხისმგებელი და მისი ბიუჯეტი ასობით მილონი ლარია, თუმცა რეგიონების დიდი ნაწილი კვლავ წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი. 

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი, გრიგოლ მანდარია, პოსტიდან ცოტა ხანის წინ გადააყენეს. ის გახარიას წასვლის შემდეგ შეიცვალა. ამ პოსტზე  კი ალექსანდრე თევდორაძე ერთ თვის წინ დაინიშნა. 

წყალმომარაგების კომპანიას წლების განმაბლობაში კახური კლანი და ირაკლი ღარიბაშვილი აკონტროლებდნენ. სწორედ კახური კლანის მმართელობის პერიოდში მოიპარეს ამ უწყებიდან დიდი ოდენობთ ფული, თუმცა მაშინ მხოლოდ ბუღალეტერი დასაჯეს. დირექტორი კი, რომელიც ღარიბაშვილის კადრი იყო, პასუხისგებაში არ მიუციათ.