უკრაინაში ყოველთვე მივდივარ საოკუპაციო ხაზთან... - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ოკუპაციის თემაზე ისაუბრა. ზელენსკის თქმით, საქართველოს მსგავსად, ოკუპაციის პრობლემა უკრაინაშიც ტრაგიკულია. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მიერ ტერიტორიების მიტაცების პროცესში მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა.
უკრაინაში ყოველთვე მივდივარ საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებული ტერიტორიები მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა ჩვენთანაც და ასეთ შემთხვევებში, ჩვენ კარგად გვესმის და ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი არჩევანის გაკეთება ქვეყნის მომავლისთვის. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არის ის ის ქვეყნები, რომლებმაც გააკეთეს ეს არჩევანი. ჩვენ ვართ დღეს ერთად. ეს რეალობა დამდგარია და არჩევანი გაკეთებული გვაქვს.
უკრაინას კარგად ესმის, რა ამოცანები აქვს შესასრულებელი. ჩვენ არ გვაშინებს ეს ამოცანები. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით კანონი მივიღეთ, სასამართლო სისტემის რეფორმა განვახორციელეთ. მოსამართლეთა მაღალი კვალიფიკაცია არის ის მოთხოვნა, რომელსაც ვაკმაყოფილებთ, გაციფრულება, პარლამენტის წევრთათვის იმუნიტეტის მოხსნა - ეს ის საკითხებია, რომლებზეც ჩვენ ვალდებულება ვიკისრეთ... ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო ახლოს დავდგეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს სუვერენული ტერიტორიების დაკავებას და მნიშვნელოვანია, რომ მხარდაჭერა მივიღოთ ევროკავშირისგან", - განაცხადა ზელენსკიმ.