ჩემი დაკავება პოლიტიკური აქცია იყო, ,,ენმ"-ს მხარდამჭერი ვარ - ციხიდან გათავისუფლებული მეზღვაური

19.07.21 17:44
ჩემი დაკავება პოლიტიკური აქცია იყო, ,,ენმ"-ს მხარდამჭერი ვარ -  ციხიდან გათავისუფლებული მეზღვაური

ბატურინის პირველი სატელევიო ინტერვიუ ტვ პირველთან.  ციხიდან გათავისუფლებული ყოფილი პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებულ დღეებსა და ზეწოლაზე საუბრობს, ჰყვება დევნის კონკრეტულ ფაქტებს. 

მიხეილ ბატურინი ტვ პირველთან აცხადებს, რომ ,,ნაცმოძრაობის" აქტიური მხარდამჭერია და მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

აქტიური მხარდამჭერი ვარ ,,ნაციონალური მოძრაობის" აქედან გამომდინარე, ჩემი დაკავება იყო პოლიტიკური აქცია. თანამდებობა არ მახსოვს იმ გოგონასი, გახარებულმა რომ გადამიშალა ფურცლები და მითხრა, ხელი მომეწერა შეწყალებაზე, ვუთხარი, რომ მე არ მჭირდებოდა შეწყალება, რადგან ვიყავი სრულიად უდანაშაულო და ჩემს უდანაშაულობას დავამტკიცებდი. მერე მოხდა სასაცილო რამ: მაშინ მოაწერე ხელი იმაზე, რომ არ თანახმა შეწყალებაზეო, საქმე გვქონდა იმასთან, რომ კალმით ხელში კამერას დავეფიქსირებინე, მერე რომ უკრაინელებისთვის ეჩვენებინათ. 

ეს რომ არ გამოუვიდათ, მერე გამიგვიგზავნეს სამედიცინო ნაწილის ექთანი, რომ  გაურკვეველი ბლანკზე ხელი მომეწერა. ამაზე ვეღადავებოდი, კროსვორდის შესავსებადაც კი არ ავიღებ კალამს ხელში-მეთქი. 

დილას 8 საათზე გამაღვიძეს და ციხის უფროსმა მითხრა, რომ ვიყავი შეწყალებული და ამაზე ვუთხარი, არ მჭირდება და არ მომითხოვია შეწყალება-მეთქი და უფროსმა, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებულიო - ამბობს მიხეილ ბატურინი.

საქართველოს მოქალაქე იური ბატურინი, უკრაინის მოქალაქეები: იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო 2020 წლის 28 ნოემბერს ხომალდით თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ისინი ბათუმის თვალთახედვის არეში გაჩერდნენ, რა დროსაც სანაპირო დაცვის პოლიციამ შენიშნა და მათი ვინაობა გადაამოწმა. ხომალდის ეკიპაჟი არ გამოვიდა კავშირზე და ისევ თურქეთის ტერიტორიული წყლებისკენ გაემართა, რა დროსაც ისინი დააკავეს. მათ 4 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.