შსს კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა - 34 წლის კაცის ოჯახი ამტკიცებს, რომ გომელაურის უწყებამ საქმე შეკერა

19.07.21 17:17
შსს კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა - 34 წლის კაცის ოჯახი ამტკიცებს, რომ გომელაურის უწყებამ საქმე შეკერა

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა - 34 ახალგაზრდა კაცის, ფამილ ალიევის, ოჯახი აცხადებს, რომ ნარკორეალიზატორობის ბრალდებულ ახალგაზრდას უწყებამ საქმე შეუკერა. 

ოჯახი ირწმუნება, რომ დაკავებულს ნარკოტიკებთან შეხება არასდროს ჰქონია. გომელაურის თანამშროლები მეორე დღეა გვიმტკიცებენ, რომ იპოვეს ნარკოტიკების ის რეალიზატორი, ვისგანაც ლექსო ლაშქარავამ ჰეროინი ფონიჭალაში იყიდა.

ჩემი ძმა მუშა კაცია. საერთოდ არ აქვს შეხება ნარკოტიკებთან. კაცი 10 ლარზე მუშაობს"- აცხადებს დაკავებულის და. 

სასამართლომ ალიევი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. 

დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.  

მსგავსი სიახლეები