წავიდე პოლიციაში და ვთქვა, რომ მე მოვკალიო? - პოლიციის ოქროს მოწმის სკანდალურ საუბარი

19.07.21 17:27
წავიდე პოლიციაში და ვთქვა, რომ მე მოვკალიო? - პოლიციის ოქროს მოწმის სკანდალურ საუბარი

პოლიციის ოქროს მოწმის სკანდალურ საუბარი - "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, დედა, თინათინ კახიძე "პირველებთან" ამბობს, რომ ნიკასთან კითხვები აქვს, თუმცა გომალაურის უწყების მთავარი მოწმე კონტაქტზე არ გამოდის. 

ოჯახი ღიად ამბობს, რომ ამ მოწმის ჩვენებას არ ენდობა, რადგან პოლიციის განყოფილებაში მისვლამდე მან თინა კახიძეს სულ სხვა ვერსია უამბო და უთხრა, რომ სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ლექსოსთან ერთად დალია. 

მესმის ნიკას ხმა, ვიღაცას ელაპარაკება ტელეფონით. ვის, არ ვიცი, თუმცა ჩხუბით ელაპარაკებოდა - რა გინდათო. სიტყვა ლექსოც არ უხსენებია. მე წავიდე პოლიციაში და ვთქვა, რომ მე მოვკალიო? ეს იყო და ეს, ამის შემდეგ არ გამოჩენილა. ალბათ, ვიღაცამ ჩაადუმა"- აცხადებს ლექსოს დედა. 

შვილმკვდარი დედა ამბობს, რომ ლექსოს გასვენებამდე ნიკა მას გვერდიდან არ შორდებოდა, შემდეგ კი დაიკარგა.