საგანგაშო სტატისტიკა - კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა და 26 გარდაცვლილი 24 საათში
კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 880 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 გარდაიცვალა.
დადებითობის დღიურიმაჩვენებელი 7,19%-მდე გაიზარდა, ბოლო 14 დღის - 4,77%, ბოლო 7 დღის - 5,24%.