საქართველო ვაქცინაციის მაჩვენებლით ევროპაში ბოლო ადგილზეა
საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით ვაქცინაციის მაჩვენებლით ევროპაში ბოლო ადგილზეა.
Our World in Data-ს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ყოველ 100 სულ მოსახლეზე აცრის მაჩვენებელი 7.8-ს შეადგენს და ორჯერადად მოსახლეობის 3.1%-ია აცრილი, ერთხელ აცრილი კი - 4.7%.
ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებს შორის მალტაშია, სადაც მოსახლეობის 76%-ია აცრილი.
მეზობელ აზერბაიჯანში ქვეყნის მოსახლეობის 26%-ია აცრილი. სომხეთში კი მოსახლეობის 6.5% - ია იმუნიზირებული.