"ოცნებიდან" გახარიას გუნდში - მმართველი პარტია ხარაგაულის მერის მრჩეველმა დატოვა

20.07.21 11:37
"ოცნებიდან" გახარიას გუნდში - მმართველი პარტია  ხარაგაულის მერის მრჩეველმა დატოვა

"ქართული ოცნება" ხარაგაულის მერის მრჩეველმა, ვარლამ თავზარაშვილმა, დატოვა. თავზარაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ ,,ქართული ოცნებაზე" უარი მისთვის მიუღებელი პრინციპების გამო თქვა. თავზარაშვილი ჯერჯერობით თანამდებობაზე რჩება, ხარაგაულის მერს მისი გათავისუფლების ბრძანება ჯერ არ დაუწერია.

მივიღე გადაწყვეტილება იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" დაშორდა იმ პრინციპებს, რა პრინციპების გამოც ქართველი ხალხი  დავდექით ბატონი ბიძინა ივანიშვილის გვერდით, ეს არის პრინციპები, რომელიც ჩვენი იყო თავისუფალი იდეა. ჩემი პარტიიდან იყო შემოთავაზება, დავრჩენილიყავი და გარანტირებულად ვყოფილიყავი გამსვლელ სიაში და საკრებულოში თანამდებობაზე. გიორგი გახარია იმიტომ, რომ დღევანდელი ჩიხური სიტაუციიდან გამოსავალი არის გიორგი გახარია და მისი გუნდი", - ამბობს "პირველებთან" ვარლამ თავზარაშვილი.