ვერ ეღირსებიან - თურნავა მთავრობის გადადგომაზე

20.07.21 13:19
ვერ ეღირსებიან - თურნავა მთავრობის გადადგომაზე

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, ამბობს, რომ მთავრობის გადადგომა დესტრუქციული ძალების ინტერესშია და ეს არ მოხდება. ამის შესახებ თურნავამ  მთავრობის სხდომის შემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა, სადაც ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, გრძნობს თუ არა მთავრობა 5-6 ივლისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას და გადადგება თუ არა ამის გამო. 

თურნავას თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ძალადობრივ კონტრაქციაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს.

არ განიხილება. შეიძლება, დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურთ, გადადგეს პრემიერმინისტრი, გადადგეს მთავრობა, მაგრამ ვერ ეღირსებიან ამას. ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ იყოს სტაბილურობა, იყოს წესრიგი, იყოს განვითარება", - თქვა თურნავამ.