დავსერავ, იმენნა უნდა დავამარილო - მძიმე ვიდეომტკიცებულება ე.წ. ქურდული გარჩევის საქმეში

20.07.21 13:22
დავსერავ, იმენნა უნდა დავამარილო - მძიმე ვიდეომტკიცებულება ე.წ. ქურდული გარჩევის საქმეში

მასშტაბური სპეცოპერაცია "ქურდული სამყაროს" კავშირში მყოფი პირების წინააღმდეგ - კრიმინალურ სამყაროსთან კავშირისთვის 8 პირია დაკავებული. დგინდება, რომ ქალმა ფული გაასესხა, თუმცა არც თანხას უბრუნებდნენ და არც პროცენტს უხდიდნენ. 

საბოლოოდ საქმე "ქურდებმა" გაარჩიეს, მევახშე ხელცარიელი დარჩა, რადგან "ფულის გაპროცენტება ქურდულ წესებში არ ჯდება". 

საუბარია 26 000 ამერიკულ დოლარზე. საქმეში დევს ფარული ჩანაწერები, რომელიც ე.წ. ქურდულ სხადნიაკს ასახავს. 

"დავაბამ საღორეში, დავსერავ, იმენნა უნდა დავამარილო“, "ხერხემალში გადაგტეხავ"- ისმის ფარულ ჩანაწერში.