ღია სივრცეში პირბადის ტარება შესაძლოა, ისევ სავალდებულო გახდეს

20.07.21 14:42
ღია სივრცეში პირბადის ტარება შესაძლოა, ისევ სავალდებულო გახდეს

ღია სივრცეში პირბადის ტარება შესაძლოა, ისევ სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა. გამყრელიძის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას საკოორდინაციო შტაბი მიიღებს და საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება.

მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებშიც აღარ ხდება და დღეს იქნა გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეებში დაწესდეს პირბადესთან მიმართებაში რეკომენდაცია. ჩვენ იცით, ვიძლეოდით რეკომენდაციას, რომ ღია სივრცეებში, სადაც იკრიბება გარკვეული რაოდენობა ადამიანების, არის კოლექტიური შეკრებები, აუცილებელი ყოფილიყო პირბადის ტარება. დღეს ამის შესახებ გადაწყვეტილება არის, საკოორდინაციო შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და ალბათ შესაბამისი ცვლილებები შევა განკარგულებაში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.