სასულიერო პირის უხამსი სტატუსი - შემოქმედის ეპარქია მორიგ სკანდალში ეხვევა

20.07.21 15:15
სასულიერო პირის უხამსი სტატუსი - შემოქმედის ეპარქია მორიგ სკანდალში ეხვევა

შემოქმედის ეპარქია მორიგ სკანდალში ეხვევა.ეპარქიის  სასულიერო პირები სოციალურ ქსელში უხამს სტატუსებს აზიარებენ და არც ძალადობის მოწოდებებზე ამბობენ უარს. შემოქმედის ეპარქიის მღვდლები კრიტიკული მედიის დისკრედიტაციით არიან დაკავებულები. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, მამა იოსებ ღლონტმა  უხამსი პოსტი "ტვ პირველის" შესახებ  გააზიარა, შემდეგ კი წაშალა და ტვ პირველს ბოდიში მოუხადა. 

ვერ გავთვალე რაღაცაზე არასწორად დავაჭირე ხელი და წავშალე, მივხვდი რომ ეს იყოს მიუღებელი სირცხვილი იყო ისეთი რაღაც ეწერა. ღმერთმა კარგად ამყოფოს ყველა, მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ ვუყურებ მე ტელევიზორს", - ამბობს მამა იოსები. 

მღვდელი ამბობს, რომ მიესალმება თუ მედია სასულიერო პირებს ამხელს, რადგან ეკლესია პედოფილებისგან და ნარკოდამოკიდებულებისგან გაიწმინდება. 

სასულიერო პირები ზრდასრული ადამიანები არიან, თუ მოიხმარენ ნარკოტიკებს, თვითონ აგონ პასუხი ღვთის წინაშე, მე რატომ უნდა ვაგო.თუკი  მედია გაახმაურებს ძალიან კარგი, წმენდა მოხდება და აღარ გვეყოლება ნარკომანები და პედოფილები", - ამბობს მამა იოსები.