კოვიდგადატანილი ადამიანები აცრას ინფიცირებიდან 30 დღეში შეძლებენ

20.07.21 15:08
კოვიდგადატანილი ადამიანები აცრას ინფიცირებიდან 30 დღეში შეძლებენ

კოვიდგადატანილი პირებისთვის ვაქცინაციის პერიოდი 120 დღიდან 30 დღემდე მცირდება. იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, აცრის გაკეთება 30 დღის შემდეგ შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ამირან გამყრელიძე ადასტურებს. 

მოგეხსენებათ, ინციფირებიდან აცრისთვის 120 დღე არის დაშვებული. ამ კვირაში ეს შეიცვლება და ჩამოვა 30 დღემდე. ამიტომ ყველას შეეძლება, უფრო სწრაფად აიცრას. მალე ალბათ, მინისტრის ბრძანებას ამ კვირაში მოეწერება ხელი", - თქვა ამირან გამყრელიძემ.