"მშიშრები ხართ" - დეპუტატები პარლამენტიდან გაიპარნენ

20.07.21 15:51
"მშიშრები ხართ" - დეპუტატები პარლამენტიდან გაიპარნენ

ინციდენტი პარლამენტში - საკანონმდებლო ორგანოში შესული ვახო სანაია ცდილობდა, დეპუტატებისგან მიეღო პასუხი, ვინ არის პასუხისმგებელი 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობაზე.

პარლამენტარების დიდმა ნაწილმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ, შენობა სათადარიგო გასასვლელით დატოვა. 

მედიასთან მხოლოდ სამი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ სარჯველაძე და მიხეილ ყაველაშვილი გამოჩნდა, თუმცა მათი პასუხები ბუნდოვანი იყო. 

საკუთარ თავთან უფრო მეტი კითხვა გაქვთ დასასმელი. ნახვამდის მნიშვნელობა იცით თქვენ? თუ არ იცით, თქვენი პრობლემაა",  - მიმართა სარჯველაძემ სანაიას. 

"დეპუტატი კი არა, მშიშარა ხართ", - თქვა სანაიამ სარჯველაძის საპასუხოდ.