პიკურ მდგომარეობაში ვართ, ეს ჯანდაცვის სისტემის სრული გაუმართაობის ბრალია - სოფო ჯაფარიძე

20.07.21 16:42
პიკურ მდგომარეობაში ვართ, ეს ჯანდაცვის სისტემის სრული გაუმართაობის ბრალია - სოფო ჯაფარიძე

"მედგიდის" დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საგანგაშო მაჩვენებელს აფასებს. ჯაფარიძის თქმით, ჯანდაცვის სისტემა იმდენად გაუმართავია, რომ ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაციის პროცესი ჩავარდა. 

2616 ინფიცირებული ჩვეულებრივად ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ პიკურ მდგომარეობაში. ეს არის ძალიან ბევრი მიზეზით გამოწვეული, პირველ რიგში ის რომ ქვეყანაში ვერ შედგა მასობრივი იმუნიზაცია. მაშინ როცა დადებითობის მაჩვენებელი იყო 4%, სრული ლოქდაუნი გამოგვიცხადეს და დღეს, როდესაც 7%-ს გადასცდა დადებითობის მაჩვენებელი, ყოველგვარი რეგულაცია არის მოხსნილი.  ეს არის არათანმიმდევრული რეგულაციების ბრალი, ეს არის მასობრივი იმუნიზაციის არარსებობის და ჯანდაცვის სისტემის სრული გაუმართაობის ბრალი", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.