სწორედ ფაჩუაშვილი იყო, რომელიც წინააღმდეგი წავიდა შეწყალების ტექსტზე - პეტრე ცაავა

20.07.21 17:08
სწორედ ფაჩუაშვილი იყო, რომელიც წინააღმდეგი წავიდა შეწყალების ტექსტზე  - პეტრე ცაავა

დიდი არეულობა და შიდა დაპირისპირება საპატრიარქოში - ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი "პირველებთან" ამბობს,  რომ მეუფე ნიკოლოზის სკანდალური აღიარება ფარსია, რადგან სწორედ ის იყო წინააღმდეგი, შეწყალების ტექსტში მამა გიორგის უდანაშაულობის შესახებ ჩაწერილიყო.

თუ მას არ სჯერა, რომ პატრიარქს კლავდა, ის სჯერა? რატომ არ გააგრძელა, რომ არც პატრიარქის მდივან-რეფერენტს ციანიდით ვერ მოკლავდა და აბსურდია ეს ბრალდება. რა თქმა უნდა, მამა გიორგი არის უდანაშაულო ტყვე ხელისუფლების და საპატრიარქოსი. ნიკოლოზ ფაჩუაშვილი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც წინააღმდეგ წავიდა, რომ შეწყალების ტექსტში დაწერილიყო მისი უდანაშაულობა", - ამბობს პეტრე ცაავა. 

შეგახსენებთ, რომ მეუფე ნიკოლოზმა სკანდალური განცხადება გუშინ გააკეთა. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა თქვა, რომ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მკვლელობა დააბრალეს.