წვიმა, ქარი და ზღვაზე ღელვა - სინოპტიკოსების პროგნოზი
21 ივლისიდან საქართველოში აგრილდება - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან 24 ივლისამდე ქვეყანაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.