"ქურდული გარჩევა" პროცენტიანი ვალის გამო - დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს

20.07.21 17:31
"ქურდული გარჩევა" პროცენტიანი ვალის გამო - დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს

ე.წ. ქურდული გარჩევა და 8 დაკავებული - ბრალდებულებს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. 

დაცვის მხარე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავკისუფლების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. 

რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, ადვოკატის თქმით, მისი ავთენტურობა უნდა დადგინდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავა - უწყების ინფორმაციით, დაკავებულები არიან - პალიკო, მუხო, ჯამა, ლაპუხა და სხვები. 

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა 2021 წლის აპრილსა და მარტში, თბილისში, ერთ-ერთ უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში ფინანსური დავის „ქურდული წესით“ გარჩევა მოაწყეს და გადაწყვიტეს, რომ მომჩივანი სადავო თანხას - 26 ათასი აშშ დოლარს ვერ მიიღებდა. 

მსგავსი სიახლეები