სუს-ი წყალმომარაგების კომპანიაში - დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

20.07.21 17:25
სუს-ი წყალმომარაგების კომპანიაში - დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

წყალმომარაგების კომპანიის დაკავებული თანამშრომლები ბრალის წარდგენის მოლოდინში არიან. დაკავებულების ადვოკატები სუს-ის შენობაში ცოტა ხანში შევლენ, სადაც  დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენა  მოხდება."პირველების" ინფორმაციით, გამომძიებლებმა უკვე გამოკითხეს ქრთამის მიმცემი ბიზნემენები და სხვა მოწმეები.  არც ერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. 

ირაკლი სირაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

ჩვენთვის უცნობია, რა შინაარსის ბრალდებას წარუდგენენ ბატონ ირაკლი სირაძეს, მას შევხვდი, ვესაუბრე. წინასწარ ვერ გვექნება ვერანაირი სახის პოზიცია. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ვინაიდან ბრალდების მხარეს საქმის მასალები არ გადმოუცია", - ამბობს ადვოკატი.