მე უკვე ავიცერი, რადგან აცრა ერთადერთი საშველია ახლა - დეკანოზი თამაზ ლომიძე

20.07.21 17:44
მე უკვე ავიცერი, რადგან აცრა ერთადერთი საშველია ახლა - დეკანოზი თამაზ ლომიძე

,,მე უკვე ავიცერი, რადგან აცრა ერთადერთი საშველია ახლა" - ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, აცრის შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირების რისკი მცირდება, ან დაავადება უფრო მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. 

გერმანიის მოსახლეობის 60%, ანუ თითქმის 50 მილიონი ადამიანი, აცრილია. მხოლოდ გუშინ გერმანიაში აიცრა 361 178 ადამიანი. აცრის გარეშე უმძიმესი შედეგი ელის ყველა ქვეყანას.
ნუ გაიძახით: თუ მაინც შეიძლება, დავინფიცირდე, რატომღა უნდა ავიცრაო. შეიძლება დაინფიცირდე, მაგრამ აღარ გაგირთულდება და არ მოკვდები. ეს არის განახვავება!
ნურც იმას ამტკიცებთ: მე ადვილად გადავიტან და ამიტომ არ ავიცრებიო. შენ გადაიტან, მაგრამ შენგან დაინფიცირებულმა,  შენს გვერდით შეიძლება, ადვილად ვერ გადაიტანოს და მოკვდეს. 
მე უკვე ავიცერი, რადგან აცრა ერთადერთი საშველია ახლა! - წერს სასულიერო პირი სოციალურ ქსელში.