ქართველ ხალხს რომ არ დაესანქცირებინა საქართველოს ხელისუფლება, დასავლეთი მას არ დაასანქცირებდა - გიგაური
ქართველ ხალხს რომ არ დაესანქცირებინა საქართველოს ხელისუფლება, დასავლეთი მას არ დაასანქცირებდა - ამის შესახებ "პირველებთან" "საერთაშორისო განმჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
გიგაურის თქმის, სანქციები დაწესებულ უნდა იქნას, არა მარტო ბრძანების გამცემ ძალოვანებზე, არამედ უკანონო დავალებების შემსრულებლებზეც.
არა მხოლოდ ბრძანების გამცემების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, არამედ იმ ადამიანების, რომლებიც აი ამ უკანონო ბრძანებებს ასრულებენ. ამიტომ ყველა, ვინც ამ ბრძანებას ასრულებს, ყველა უნდა დაფიქრდეს, რას აკეთებს. ისინი არამხოლოდ ჩვენს კანონმდებლობას არღვევენ, არამედ ისინი ასევე დაფიქსირებულები იქნებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ქართველ ხალხს რომ არ დაესანქცირებინა საქართველოს ხელისუფლება, დასავლეთი მას არ დაასანქცირებდა. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი", - ამბობს ეკა გიგაური.
არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ამერიკის შავ სიაში, რომელიც რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად შევიდა ძალაში, უკვე შეყვანილია ზვიად ხარაზიშვილი მეტ სახელად "ხარება" და საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნებიც.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც, ძალოვანებიც და კერძო მოქალაქეებიც.
"ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?
მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.