ავარია ხობში - მიკროავტობუსის ბორდიურთან შეჯახების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა

20.07.21 19:47
ავარია ხობში - მიკროავტობუსის ბორდიურთან შეჯახების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში- დისტრიბუციის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბორდიურს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ წუთებში სამედიცინო კვლევები უტარდება.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიცია.