დღეს კობახიძე ლაჩრულად შევიდა უნივერსიტეტში და ლაჩრულად წავიდა - გიორგი დუმბაძე

08.06.24 13:14
დღეს კობახიძე ლაჩრულად შევიდა უნივერსიტეტში და ლაჩრულად წავიდა - გიორგი დუმბაძე

"დღეს კობახიძე ლაჩრულად შევიდა უნივერსიტეტში და ლაჩრულად წავიდა" - ამის შესახებ განცხადება სამოქალაქო აქტივისტმა, გიორგი დუმბაძემ "პირველებთან" გააკეთა.

ახალგაზრდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ნიკო მანაგაძის ცემის ფაქტზე სრულ პასუხისმგებლობას რუსული კანონის მხარდამჭერ პრემიერს აკისრებს.

გიორგი დუმბაძე პირდაპირ ამბობს, რომ თსუ-ს მეორე კორპუსიდან კობახიძე "ტიტუშკების" თანხლებით გაიპარა, რაც მისი თქმით, ივანიშვილის გუნდის რეალურ სახეს კიდევ ერთხელ აჩენს.

დღეს კობახიძე ლაჩრულად შევიდა უნივერსიტეტში და ლაჩრულად წავიდა. სახეში ვერ შემოგვხედა, ვერ გამოვიდა, საკუთარ მოქალაქეებს თვალებში ვერ ჩახედა და როცა დაუმთავრდა მას დრო, პოლიციის, "ტიტუშკების", ათობით ადამიანის თანხლებით ადგა და გაიპარა, რაც მისი და "ქართული ოცნების" სახეა. ეს ყველაფერი არ გვიკვირს. ამაზე მეტად ვართ დარწმუნებულები, რომ ისტორიის სწორ მხრეს ვდგავართ და ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება", - ამბობს აქტივისტი.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლექციის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროტესტის და შეძახილების ფონზე დატოვა. ახალგაზრდები სკანდირებდნენ "მონა," "მოღალატე".

რუსული კანონის მხარდამჭერი პრემიერი უნივერსიტეტიდან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით გააცილეს. პრემიერი არ გამოჩნდა, თუმცა მის სამთავრობო ესკორტს სირცხვილის კორიდორში გავლა მოუწია.

მსგავსი სიახლეები